ელფოსტა info@guriafruits.org

ტელეფონი 2388628501

პროექტის შესახებ 

პლატფორმა შექმნილია საერთაშორისო პროექტის ფარგლებში - Guria Fresh !

მუნიციპალური მოდელები რურარული მეურნეობების მხარდაჭერის მიზნით : ტარჩინი - ჩოხატაური. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  პოლონეთის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ეკონომიკური კეთილდღეობის მიზნით რეგიონალური და ადგილობრივი სტრატეგიების მხარდაჭერას. 
ზრდის  სამუშაო ადგილების  ხელშეწყობას სოფლის მეურნეობის გადამუშავებაში, ადგილობრივი პროდუქციის გადამუშავებაში და ტურიზმის სექტორში.

პროექტის მთავარი კომპენენტია საკვებწარმოების მიმართულებით სემინარების მოწყობა, რაც გაზრდის ადგილობრივ განვითარებას. პროექტი,  ასევე გულისხმობს პუბლიკაციების შექმნას და წარმოების პოლონური მოდელის გაზიარებას, აგრეთვე  სასწავლო ტურს პოლონეთში.

გურიის ხილის გადასამუშავებლის დაჯავშნა 

ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება გურიის ხილის გადასამუშავებელი სივრცე ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სექტორისთვის, რაც უზრუნველყოფს საერთო ინფრასტრუქტურის შექმნას ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების მიზნით. გადასამუშავებელი ინკუბატორის მიზანია აამაღლოს ხარისხი და მომგებიანობა მცირე და საშუალო მეურნეობებისთვის. 
დაჯავშნის პანელით თქვენ შეგეძლებათ დაჯავშნოთ საჭირო აღჭურვილობა გადასამუშავებელში. მეტი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ დაჯავშნის სექციაში. 

ფარმერი და პროდუქტი 

პროექტის მიზანია დააკავშიროს მომხმარებელი ონლაინ მაღაზიის საშუალებით, რაც საშუალებას მისცემს მწარმოებელს მოახდინოს პროდუქციის პირდაპირი გაყიდვა. პლატფორმაზე შეგიძლიათ მოიძიოთ დეტალური ინფორმაცია ადგილობრივი ფერმერებისა და მათი პროდუქციის შესახებ.

პროდუქტის ხარისხის თვალთვალის ინსტრუმენტი

პროექტის ფარგლებში მუშავდება ხარისხის სერთიფიკატი, რომელიც ადგილობრივ მწარმოებლებს გადაეცემათ მას შემდეგ, რაც შეამოწმებენ, აკმაყოფილებს თუ არა მათი პროდუქცია შესაბამის კრიტერიუმებს. ხარისხის სერტიფიკატის მიღების შემდეგ ფერმერები/მწარმოებლები მიიღებენ წვდომას ხარისხის ნიშანს - ეს იქნება სპეციალური QR კოდი. QR კოდები განთავსდება პროდუქტზე/შეფუთვაზე და გამოყენებული იქნება მარკირებული პროდუქციის ხარისხის თვალყურის დევნებისთვის - აკმაყოფილებს თუ არა მოცემული პროდუქტი სტანდარტებს.


განმახორციელებელი პარტნიორები:

Implementing partners
Guria Fruits